კახა კალაძე ბარათაშვილის ხიდზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე ბარათაშვილის ხიდზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. როგორც მერმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა, ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაციის შემდეგ საჭირო გახდა ხიდის მოწესრიგება.

კახა კალაძის თქმით, პროექტის ფარგლებში, გზის რეაბილიტაციასთან ერთად შეიცვალა და განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციებიც.

„ვინც ავტომანქანით გადაადგილდება, დამეთანხმება, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ბარათაშვილის აღმართი შარშან გავაკეთეთ და გვინდა, მისი გაგრძელებაც მოწესრიგებული იყოს. ამ დროისთვის ხიდის ერთი მხარე ჩაკეტილია და მოძრაობა შეზღუდულია. ამაღამ მოვასწრებთ ასფალტის ძველი საფარის მოფრეზვას და ქვედა ფენები მოწესრიგდება. ორივე მხარის მოწყობას 6 დღე დასჭირდება. გარდა ამისა, რამდენიმე დღის განმავლობაში სანაპიროზე, კონკრეტულად იუსტიციის სახლის წინ, მშრალი ხიდიდან მეტეხის ხიდამდე, მიმდინარეობდა საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. მუშაობდნენ „ყაზტრანსგაზი“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, კონკრეტული ადგილები იყო ჩავარდნილი და რთული იყო ავტომანქანებით გადაადგილება, ასევე, იყო სანაპიროზე მტკვრის შემოვარდნის პრობლემა. გარკვეული სამუშაოები ჩატარებულია, რათა მომავალში ამ მიმართულებით პრობლემა აღარ იყოს. საგზაო ინფრასტრუქტურა ქვედა ფენებში უკვე მოწყობილია მშრალი ხიდიდან მეტეხის ხიდამდე და მარიამობის დღესასწაულამდე მთლიანად მოწესრიგდება ყველაფერი - „ამბასადორთან“ ჩამოსასვლელიც და ბარათაშვილის ხიდიც", - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მერმა სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბუდაპეშტის ქუჩის სამუშაოები ფაქტობრივად, მთლიანად დასრულებულია, ხოლო კანდელაკის ქუჩაზე ტროტუარების მოწყობა და განათების ბოძების მონტაჟი მიმდინარეობს, ასფალტის ზედა ფენების დაგება კი რამდენიმე დღეში დაიწყება. რაც შეეხება ჭავჭავაძის გამზირს, უახლოეს დღეებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ტერიტორიაზე ვარაზის ხევიდან დაიწყება.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა