დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ Huawei-სთან ბიზნესის კეთება არ სურს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას არ სურს აშშ-მ ჩინურ კომპანია Huawei-სთან ბიზნესი აწარმოოს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

„ჩვენ არ ვაპირებთ [Huawei-თან] ბიზნესი ვაწარმოოთ. საერთოდ არ მსურს მასთან ბიზნესის კეთება, ვინაიდან ეს საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას და ვთვლი, რომ მედიამ აღნიშნული საკითხი ცოტა განსხვავებულად გააშუქა“, - განაცხადა ტრამპმა.

დასავლურმა მედია საშუალებებმა ორი დღის წინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აშშ-ს კომერციის დეპარტამენტი Huawei-ს „დროებით ზოგად ლიცენზიას“ 90 დღით გაუხანგრძლივებს, რაც მას მომხმარებელთა მომსახურების მიზნით ამერიკული კომპანიებისგან პროდუქციის ყიდვის საშუალებას აძლევს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს