„ფორსაჟის“ ეპიზოდის გადაღებების გამო, თბილისში ცალკეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობის სქემები შეიცვლება

ჰოლივუდური ფილმის „Fast and Furious 9“ (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღებების გამო, რომელიც 19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე თბილისსა და რუსთავში იგეგმება, დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობის სქემები შეიცვლება. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, 27 აგვისტოს 18:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირი გადაიკეტება იონა ვაკელის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ჩიხამდე, ანუ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკიდან (რესპუბლიკური საავადმყოფო) მეტროსადგურ „დელისამდე“.

ამასთან, ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა 24-საათიან რეჟიმში იმოქმედებს, ხოლო ქვეითთათვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

შესაბამისად, მოძრაობა ცალმხრივად იქნება შესაძლებელი: ნუცუბიძის ქუჩაზე ბუდაპეშტის ქუჩიდან თავაძის ქუჩამდე მონაკვეთში;

თავაძის ქუჩაზე ნუცუბიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით;

დროებითი ცვლილებებიდან გამომდინარე, კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, მუნიციპალური ავტობუსები N21, N24, N34, N47, N49, N51, N54, N66, N87, N88 და N150 ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ „დელისთან“ იონა ვაკელის, ნუცუბიძისა და თავაძის ქუჩების გავლით მოხვდება.

მიკროავტობუსები და ავტობუსები N63 და N99 მეტროსადგურ „დელისიდან“ ნუცუბიძის ქუჩას ვაჟა-ფშაველას გამზირისა და მარიჯანის ქუჩის მეშვეობით დაუკავშირდებიან, ხოლო ნუცუბიძის ქუჩიდან ბუდაპეშტის ქუჩაზე მისასვლელად, როგორც კერძო, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, ავტობუსები N6 და N89 იმოძრავებენ თავაძის ქუჩის, ყაზბეგის გამზირისა და იონა ვაკელის ქუჩის გავლით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც ცინცაძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით კარტოზიას ქუჩის გავლით მოძრაობდა, ვაჟა-ფშაველას გამზირს ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩისა და თამარაშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდება, ხოლო ბერიტაშვილისა და ბუდაპეშტის ქუჩებიდან კერძო ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბუდაპეშტისა და ჭილაძის ქუჩების გავლით მოხვდება.

მერიის განცხადებით, კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებიდან იონა ვაკელის ქუჩისკენ მოძრაობა დაშვებული იქნება სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადების სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

თბილისის მერია მოსახლეობას დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო