სუს-ის ინფორმაციით, ბიძინა გეგიძის უწყებაში დაბარება მის „წინა სამსახურებრივ საქმიანობას“ უკავშირდება, თავად დეპუტატი კი გამოკითხვაზე არ მივიდა

უმრავლესობის წევრი დეპუტატი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე არ მივიდა.

გეგიძე სუს-ში დღეს, 11:00 საათზე იყო დაბარებული.

„როცა უწყება ჩამაბარეს, მაშინვე ვუთხარი, რომ 19 აგვისტოს, 11:00 საათზე მისვლას ვერ მოვახერხებდი. მიზეზებს ვიტყვი დღეს, 14:00 საათზე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე“, - განუცხადა გეგიძემ „ინტერპრესნიუსს“.

თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება, რომლის ფარგლებში ბიძინა გეგიძე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით უწყებაში იყო დაბარებული, ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს.

„აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ბიძინა გეგიძეს უწყება თავდაპირველად გაეგზავნა და ჩაბარდა 3 მაისს, თუმცა მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა. მეორედ მას უწყება 17 აგვისტოს ჩაბარდა. აღნიშნული გამოძიება მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება”, - აცხადებენ სუს-ში.

ინფორმაციისთვის, ბიძინა გეგიძე 2014 – 2016 წლებში „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.

იხილეთ ვიდეო: სუს-ის ინფორმაციით, ბიძინა გეგიძის უწყებაში დაბარება მის "წინა სამსახურებრივ საქმიანობას" უკავშირდება, თავად დეპუტატი კი გამოკითხვაზე არ მივიდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო