საქსტატი - 2019 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.4 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2019 წლის II კვარტალის დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თაანხმადაც, 2019 წლის II კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.7 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, როგორც ქალაქის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია, შესაბამისად, 0.2 და 0.1 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.6 პროცენტული პუნქტით.

საქსტატის თანახმად, 2019 წლის II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50.2 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

„უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2019 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 0.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2019 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 2.6 პროცენტული პუნქტით აღემატება ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალებში შემცირდა 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.1 პროცენტული პუნქტით,”-აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა