ზაზა ფირალიშვილი მამუკა ხაზარაძეზე - ბიზნესმენისთვის უცხოა ის პოლიტიკური ავანტიურიზმი, რომელიც პოლიტიკური ველის ჩაკეტილ კონტურებს გაარღვევს

„ჩვენში თითქმის ცხოვრების წესად იქცა, როდესაც ბიზნესმენები თავიანთი ბიზნესის დასაცავად პოლიტიკაში მიდიან“, - ასე აფასებს ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის გამოჩენას ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი.

როგორც ფილოსოფოსი გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, ის დარწმუნებულია, რომ მამუკა ხაზარაძე ინფორმირებულია იმ საინფორმაციო ომის შესახებ, რომელსაც მას წინ ელოდება.

„მესამე ძალისათვის სოციალური ბაზა დიდია. ძნელია თქმა, რა ბედი ეწევა ხაზარაძის წამოწყებას, შეძლებს კი უნაყოფო და უსაზრისო მსოფლმხედველობრივი და პოლიტიკური ბატალიებიდან საზოგადოების ყურადღება სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის იდეის პოზიტიურ სივრცეზე გადაიტანოს და ამით იქცეს მიზიდულობის ცენტრად? ცხადია, ამაზე პასუხი არა მაქვს. ერთი შემიძლია ვთქვა: დროც შესაბამისია და ადგილიც. "ნაციონალებისა" და "ოცნების" დაპირისპირებიდან"გამოთავისუფლებულ მოქალაქეს შანსი ეძლევა, ამ ორის ალტერნატივა დაინახოს.

უარყოფითი ფაქტორებიდან მთავარი, ალბათ, ბანკებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებაა. ხაზარაძის­ გამოჩენით „ოცნება“ კარგავს „ნაციონალ­ებისა" და „ოცნების" დაპირისპირების კომფორტულ რეჟიმს და „ოცნების" მთელი­ პროპაგანდისტული მანქანა ახლა მის წინააღმდეგ მიმართავს ძალებს. ალბათ­, არც „ნაციონალები" დააკლებენ. ეს უკვე დაიწყო კიდეც“,- განაცხადა ფირალიშვილმა.

„კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ფილოსოფოსი ამბობს, მამუკა ხაზარაძებიძინა ივანიშვილის მსგავსად გაუჭირდება ბიზნესმენის ჩვევების დათმობა. თუმცა, იქვე დასძენს, რომ მისმა განცხადებამ სახელისუფლებო წრეები უკვე შეაშფოთა.

„გულახდილი ვიქნები და მისი მეორე განცხადება უადგილოდაც მომეჩვენა და შინაარსობრივად გაუმართავადაც. ღირსების აღდგენის თემა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არ არის, რაც მას მკვეთრად გამოარჩევს მთელი სპექტრისგან. ამ განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელებში ყველა "ღირსების აღმდგენ მევახშეზე" ლაპარაკობდა. მამუკა ხაზარაძეზე არსებობს კითხვები და ამის უგულებელყოფა არ შეიძლება. ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. კიდევ ერთი რამ, რამაც მას ხელი შეიძლება შეუშალოს - ეს არის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ჩვევები. ბიზნესმენისათვის უცხოა ის პოლიტიკური ავანტიურიზმი, რომელიც პოლიტიკური ველის ჩაკეტილ კონტურებს გაარღვევს. ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის რაციონალიზმი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. პოლიტიკოსისთვის სწორედ რისკი შეიძლება აღმოჩნდეს ზედმიწევნით რაციონალური. ივანიშვილსაც გაუჭირდა ბიზნესმენის ჩვევების დათმობა და ამჯობინა სახელმწიფო ბიზნესკორპორაციის ანალოგიით ემართა. მოკლედ, ერთი რამ ფაქტია: ხაზარაძის განაცხადმა სახელისუფლებო წრეები შეაშფოთა და დარწმუნებული ვარ, ახლა მასთან შეთანხმების გზებს ეძებენ“,- აცხადებს ინტერვიუში ფირალიშვილი.

ალექსეი მალაშენკო - სირიაში ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც აქამდე იყო,  ბაშარ ასადის შესანარჩუნებლად მოსკოვს ანკარასთან და თეირანთან კომპრომისებზე წასვლა უწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში