ირანული გემი, რომელიც ივლისის შემდეგ დაკავებული იყო, გიბრალტარის პორტიდან დაიძრა

ირანული გემი, რომელიც ივლისის შემდეგ დაკავებული იყო, გიბრალტარის პორტიდან დაიძრა.

გემი გიბრალტარში გასული თვეში დააკავეს, ვინაიდან მას ბრალად ედებოდა სირიაში ნავთობის გადატანა, რაც ევროკავშირის სანქციებს ეწინააღმდეგება.

გიბრალტარმა თეირანისგან გარანტია მიიღო, რომ ტანკერი ნავთობს სირიაში არ ჩაიტანდა, რის შემდეგაც გემის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს.

ამჟამად ტანკერი ხმელთაშუაზღვაშია და საბერძნეთის ქალაქ კალამატაში აპირებს გაჩერებას.

შეგახსენებთ, ირანული ტანკერის გათავისფულებას ეწინააღმდეგებოდა აშშ. როგორც გიბრალტარის სასამართლომ განაცხადა, ვაშინგტონის მოთხოვნას ირანული გემის დაკავებასთან დაკავშირებით, ვერ დააკმაყოფილებენ, ვინაიდან ირანის წინააღმდეგ ამერიკის სანქციები ევროკავშირში არ მოქმედებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო