ზაზა ფირალიშვილი  - რუსული ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ არა იმპერიის წიაღში ეგზოტიკურ, ღვინის მსმელ და ხინკლისმომხვევ არსებებად დაბრუნების ფასად

ანაკლიის პროექტთან დაკავშირებული მოვლენები მხოლოდ საეჭვო კი არ არის, არამედ აშკარაა, რომ რუსული ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება ხდება, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე და ამერიკული მხარის სტრატეგიაზე, დროებით ჩამოშორდეს პროექტს და დაელოდოს ხელსაყრელ მომენტს.

„ცხადია, ამქვეყნად მარტო არა ვართ და არაერთი ქვეყნის, მათ შორის რუსული ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ არა საკუთარი მომავლის დათმობისა და რუსული იმპერიის წიაღში ეგზოტიკურ, ღვინის მსმელ და ხინკლისმომხვევ არსებებად დაბრუნების ფასად. 2013 წლის შემდეგ მეც და რამდენიმე სხვა ადამიანიც გამოვთქვამდით ეჭვს, რომ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა, მიუხედავად ფასადური პროდასავლურობისა, იმაზე მეტად ითვალისწინებდა რუსულ ინტერესებს, ვიდრე ეს დასაშვები იყო. ცხადია, სააკაშვილის ცეცხლოვანი ანტირუსული რიტორიკა დაუშვებელი იყო, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადასცდე. ანაკლიის პორტზე შეტევა ამ ეჭვს ტოვებს,“ - აცხადებს ინტერვიუში ფირალიშვილი.

მისივე თქმით, საზოგადოება, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები დიდ შეცდომას უშვებენ, როდესაც ანაკლიის პორტის პროექტს, როგორც ხაზარაძის კერძო ბიზნესს ისე განიხილავენ და არა როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტს.

„ხაზარაძემ მიაგნო პირადი და სახელმწიფოებრივი­ ინტერესების­ გადაკვეთის ამგვარ წერტილს. მისი იდეის მარცხი ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტის მარცხს ნიშნავს, ისეთი­ პროექტისა, რომელსაც სულ 10-15 წელიწადში მკვეთრად შეიძლებოდა ჩვენი ცხოვრება შეეცვალა. ბიზნესს სახელმწიფოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შეუძლია.

ბევრი ჩვენებური ჟურნალისტი მაოცებს. მოხერხება უნდა, შეხვიდე ტყეში, დაინახო ყოველი ტოტი, ყოველი ფოთოლი, არ გამოგრჩეს არც ერთი მწერი, მაგრამ ვერც ხე დაინახო და ვერც ტყე აღიქვა.

პროე­ქტიდან ამერიკული ორგანიზაციის გასვლა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მის მარცხს ან ამერიკული ინტერესის დაკარგვას.­ ამერიკელებმა იგრძნეს, რომ ამ ეტაპზე პროექტს, მიუხედავად დეკლარირებული მხარდაჭერისა, სახელმწიფო, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად უჭერს მხარს. ასეთ ვითარებაში ისინი (რუსებისაგან განსხვავებით), ალბათ, სიტუაციის შეცვლას დაელოდებიან. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველამ - პოლიტიკოსებმა,­ ჟურნალისტებმა, ყველა ინფორმირებულმა პირმა - არ დავუშვათ პროექტის დასამარება,“- ამბობს ფილოსოფოსი „ კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ალექსეი მალაშენკო - სირიაში ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც აქამდე იყო,  ბაშარ ასადის შესანარჩუნებლად მოსკოვს ანკარასთან და თეირანთან კომპრომისებზე წასვლა უწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში