დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაიკ პენსს კვლავ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაიკ პენსს კვლავ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ იუწყება.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მასთან ერთად იბრძოლებს. „ძალიან მიხარია მაიკ პენსის გამო“, - განაცხადა ტრამპმა.

პროფესიით იურისტ მაიკ პენსს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის პოსტი 2017 წლიდან უკავია. ის 2013-2017 წლებში ინდიანას 50-ე გუბერნატორი იყო. პენსი 2001-2013 წლებში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო