ოჯახმა და მეგობრებმა გია ჭანტურია გაიხსენეს

ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესის ეზოში, განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ დამაარსებლის, გიორგი ჭანტურიას საფლავთან მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

პანაშვიდს ჭანტურიას ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამოაზრეები დაესწრნენ.

ჭანტურიას 19 აგვისტოს 60 წელი შეუსრულდებოდა.

“გიორგი ჭანტურიას სიკვდილი იყო პოლიტიკური ტერაქტი. ის ბევრმა ერთად მოკლა იმიტომ, რომ გია გამორჩეული ლიდერი იყო, ერთ მხარეს მთელი მაშინდელი პოლიტიკური სპექტრი რომ დადო და მეორე მხარეს გიორგი ჭანტურია, გიორგი ჭანტურია გადაწონიდა ყველას ერთად აღებულს. ის ძალიან სერიოზული ფიგურა იყო და ნათლად ჩანდა, რომ ქართულ პოლიტიკაში ყალიბდებოდა სერიოზული ლიდერი და მოაშორეს იმ წუთში. იმ დღეს ის აირჩიეს აღმოსავლეთ ევროპის „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარედ, რაც ნიშნავდა, რომ ხუთი წამყვანი ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალა აღიარებდა მის ლიდერობას, მის დისიდენტურ წარსულს. აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული პოლიტიკური მოწინააღმდეგის მოშორება. ერთადერთი კაცი, რომელიც უწევდა წინააღმდეგობას და საპირწონე იყო პოლიტიკაში ედუარდ შევარდნაძის, იყო გიორგი ჭანტურია. მე არ ვიცი, ვინ მიიღო უშუალოდ მონაწილეობა ამ ტერაქტში და გია მოკლეს სასტიკად. თუ რა წონადობის ფიგურა იყო გია, მეტყველებს ის, რომ ქაშუეთის საკურთხევლის ჯვართანაა დასაფლავებული”,- განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ.

გია ჭანტურიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის შემდეგ ოჯახი მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს.

შეგახსენებთ, „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ დამაარსებელი გიორგი ჭანტურია თბილისში, 1994 წელს მოკლეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა