სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი - ამბროლაურში, 16 წლის მოზარდთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტზე რამდენიმე ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაალ კაპანაძის ინფორმაციით, ამბროლაურში მომხდარი ფაქტის თაობაზე რამდენიმე ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა, რაც 16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას უკავშირდება.

ამასთან, კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ მათ ლიცენზია შეუჩერდეთ, ზაალ კაპანაძემ აღნიშნა, რომ პროფესიული განვითარების საბჭო კოლეგიალური ორგანოა, რომელიც შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ჩვენი სააგენტოს მხრიდან შემოწმება განხორციელდა. იქ რამდენიმე ეტაპია გავლილი. პირველ ეტაპზე ბავშვი კლინიკაში მოათავსეს, შემდეგ რეანომობილით გადაიყვანეს და ბოლოს ქუთაისის ინტენსიურში იყო. ჩვენი მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე დაწესებულების, რამდენიმე ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი, რაც პროფესიული განვითარების საბჭოზე გავა. შესაბამისად, ეს საბჭო იმსჯელებს, თუ რა პასუხისმგებლობა დაეკისრებათ,“ - განაცხადა ზაალ კაპანაძემ.

ამასთან, მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ რაჭაში რეანომობილი აღარ იქნება.

16 წლის მოზარდის ოჯახის ინფორმაციით, ის შეუძლოდ მწვავე ვირუსით, ზღვიდან დაბრუნების შემდეგ გახდა, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი ამბროლაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც თბილისში გადასაყვანად რეანომობილი გამოიძახეს. მოზარდის მამიდის, ფატი გოგოლაშვილის ინფორმაციით, გზაში რეანომობილის აპარატურა დაზიანდა, რამაც მდგომარეობის გართულება გამოიწვია. პაციენტი ტყიბულში კლინიკაში მიიყვანეს. მისივე თქმით, საჭირო გახდა მეორე რეანომობილის გამოძახება, რომელმაც სამი საათი დააგვიანა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა