სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - თურქეთი სირიელ ამბოხებულებს საბრძოლო მასალას აწვდის

თურქეთის სამხედრო კოლონამ, რომელიც საბრძოლო მასალით არის დატვირთული, თურქეთ-სირიის საზღვარი გადაკვეთა და იდლიბის ქალაქ ხან-შეიხუნისკენ მიემართება. ამის შესახებ სირიის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქული კოლონა „ქალაქ ხან-შეიხუნში შედის, რათა რეალურად უკვე დამარცხებულ ტერორისტულ დაჯგუფებას „ჯაბჰათ ან-ნუსრას“ დაეხმაროს. ეს ადასტურებს თურქეთის მიერ ტერორისტული დაჯგუფების შეუზღუდავ მხარდაჭერას“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, სირიის არაბთა რესპუბლიკა „მკაცრად გმობს თურქეთის აღმაშფოებელ ჩარევას“ და „სირიის სუვერენიტეტის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის შეუნიღბავ დარღვევაზე სრულ პასუხისმგებლობას ანკარას აკისრებს“.

აღნიშნულ ინფორმაციას "ტასი" ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო