თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით - ყველაფერს გავარკვევთ სინოდის კრებაზე

ყველაფერს გავარკვევთ სინოდის კრებაზე. როცა სინოდის კრება იმსჯელებს, თქვენ აუცილებლად გაიგებთ ყველა პასუხს, - ასე უპასუხა ჟურნალისტებს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მეუფე ამბობს, რომ ყველა ადამიანი უნდა იქნას შეწყალებული, შემდეგ კი ყველაფერი ისე იქნება, როგორც ღმერთი გადაწყვეტს.

„ჯანმრთელობის მდგომარეობაზე როგორც ვიცი, ზოგჯერ შეუძლოდ არის, ზოგჯერ არაუშავს. ღმერთმა უშველოს და დღევანდელი დღის მადლი შეეწიოს და გამოაჯანმრთელოს. ჩვენ ყველა უნდა შევიწყალოთ, ყველა ადამიანი, ვინც კი არსებობს დედამიწაზე, ყველაზე უნდა ვილოცით, მაგრამ მერე ღმერთი როგორც გადაწყვეტს ყველაფერს.

ჩვენ ყველაფერს გავარკვევთ სინოდის კრებაზე, როცა სინოდის კრება იმსჯელებს, თქვენ აუცილებლად გაიგებთ ყველა პასუხს“, - განაცხადა მეუფე მიქაელმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საპატრიარქოს მიმართეს, მსჯავრდებული სასულიერო პირის შეწყალების თაობაზე პრეზიდენტთან უშუამდგომლოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა