ეკატერინე მიქაბაძე - ექსპორტის ზრდა ეკონომიკური განვითარების მიმართ პოზიტიურ მოლოდინს ამყარებს

„ექსპორტის ზრდა კიდევ ერთი დასტურია, რომ ფუნდამენტური ფაქტორები დადებითად ვითარდება, რაც კიდევ უფრო ამყარებს პოზიტიურ მოლოდინებს ეკონომიკური განვითარების მიმართ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ საგარეო ვაჭრობის სტატისტიკული მაჩვენებლის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით, თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები კი ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას.

„საქსტატის“ თანახმად, 2019 წლის ივლისში, წინა წელთან შედარებით ექსპორტი მნიშვნელოვნად 17.5 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 326.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ივლისში იმპორტი 4.4 პროცენტით შემცირდა და 762.0 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. შესაბამისად, ივლისში სავაჭრო დეფიციტი მნიშვნელოვნად 83.5 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა და 435.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. სავაჭრო დეფიციტი, წინა წლის ივლისთან შედარებით, 8,3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და მან საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.0 პროცენტი შეადგინა.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა