ბიძინა გეგიძე - აბსოლუტურად ლოგიკურია ვთქვათ, რომ სუს-ში დაწყებული გამოძიება ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება

აბსოლუტურად ლოგიკურია ვთქვათ, რომ ეს გამოძიება უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბიძინა გეგიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ 2018 წლის აგვისტოში დაწყებულ საქმეზე მის გამოკითხვაზე დაბარებას.

მისივე თქმით, გამოძიების ფარგლებში სააგენტო მის „საქართველოს ფოსტაში“ მუშაობის პერიოდს იკვლევს, სადაც გეგიძე დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.

ამასთან, გამოძიების დაწყების მიზეზებზე საუბრისას, გეგიძემ რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკაში მოღვაწეობისას ის კრიტიკულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს ყოველთვის საკუთარი თავისუფლების ხარისხიდან გამომდინარე იღებდა.

„ეს საკითხი ეხება ჩემს საქმიანობას წინა სამსახურში - „საქართველოს ფოსტაში“. იქ მე დირექტორის მოადგილე ვიყავი. აქედან გამომდინარე, მქონდა კონკრეტული პასუხისმგებლობები და კომპეტენციები, რომლის ფარგლებშიც ვახორციელებდი ჩემს საქმიანობას. ამის შემდგომ მე განვაგრძე პოლიტიკური საქმიანობა.

ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, მე ჯერ ვაკის მაჟორიტარი გავხდი, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და პატივია. 2018 წელს გავხდი ფრაქციის თავმჯდომარე და ამის შემდგომ გავხდი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი. მგონია, რომ აი, ამ პერიოდში ყველაზე კრიტიკულ თემებზე გადაწყვეტილებებს ყოველთვის ჩემი თავისუფლების ხარისხიდან გამომდინარე ვიღებდი.

როგორც გაირკვა, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო 2018 წლის ზაფხულში ანუ მაშინ, როდესაც საკმაოდ აქტიური ვიყავი და მქონდა ჩემი კრიტიკული ხედვები, პოზიციები და არგუმენტები პოლიტიკურ პროცესში. პარალელურად, 2018 წლის ივნისის შუა რიცხვებში მოხდა ის, რომ პრემიერ-მინისტრი, ჩემი მეგობარი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა, 2 აგვისტოს კი დაიწყო გამოძიება. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, ვთქვათ, რომ ეს გამოძიება უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას,“ - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

მისივე ინფორმაციით, გამოძიების შესახებ მეტი დეტალი მას შემდეგ ეცოდინება, რაც გამოკითხვაზე მივა და სუს-თან კომუნიკაცია ექნება.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა გეგიძე ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზე დღეს იყო დაბარებული, თუმცა არ მივიდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება, რომლის ფარგლებში ბიძინა გეგიძე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით უწყებაშია დაბარებული, ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს და მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო