ბიძინა გეგიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის პარლამენტში წარმოდგენის შემდეგ გადავწყვეტ, დავტოვებ თუ არა უმრავლესობას

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის პარლამენტში წარმოდგენის შემდეგ გადავწყვეტ, დავტოვებ თუ არა უმრავლესობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბიძინა გეგიძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის დაბარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, ის იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილ სიას ყურადღებით გაეცნობა, თუმცა ამბობს, რომ ოპტიმიზმის საფუძველი არ აქვს.

„სია, რომელიც გამოაქვეყნა იუსტიციის საბჭომ, ჯერ შესწავლილი არ მაქვს, უნდა შევისწავლო. ვცდილობ, პასუხისმგებლობით მოვეკიდო ამ სიას. თუმცა, მთელმა ამ პროცესმა ჩემში ვერ გამოიწვია იმის ოპტიმიზმი, რომ ამ სიას მხარდაჭერა გამოვუცხადო. ვთქვი, რომ პროდუქტზე, რომელიც სიის სახით შემოვა პარლამენტში, მასზეა დამოკიდებული დავტოვებ თუ არა უმრავლესობას. ამ სიტყვას არ გადავალ. თუ ვიტყვი, რომ ეს სია ჩემს მხარდაჭერას არ იმსახურებს, უმრავლესობიდან გავალ, მით უმეტეს, თუ ეს უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს“,- განაცხადა გეგიძემ.

რაც შეეხება კითხვას, უპირისპირდება თუ არა ბიძინა გეგიძე მმართველ გუნდს, ის აცხადებს, რომ მას კითხვები ხშირად ჰქონია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, თუმცა ამას დაპირისპირებად არ აფასებს.

„დიდი ხანია ჩვენი მოქალაქეები მკაფიოდ სვამენ კითხვებს, კითხვები მეც დამისვამს უმრავლესობის შიგნით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვუპირისპირდები იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც წარმოვადგენ“,- აღნიშნა გეგიძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა