სოფიო ქაცარავა - ის, რაც გუგუტიანთკარში ხდება, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან დესტაბილიზაციის მორიგი მცდელობა და სამშვიდობო პროცესისთვის ხელის შეშლაა

„ის, რაც გუგუტიანთკარში ხდება, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან დესტაბილიზაციის მორიგი მცდელობა და სამშვიდობო პროცესისთვის ხელის შეშლაა", - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ განაცხადა, როდესაც სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის განახლებას და ასევე საქართველოს 8 მოქალაქის უკანონოდ დაკავებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელისულება არის კონსოლიდირებული, ყველაფერს აკეთებს, რომ ეს პროცესი შეჩერდეს და უკანონოდ დაკავებული პირები დროულად გათავისუფლდნენ.

როგორც სოფიო ქაცარავამ აღნიშნა, ხელისუფლებას ამოქმედებული აქვს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი და იმ ვითარებაში, როდესაც საჭიროა მაქსიმალური კონსოლიდაცია, ოპოზიციის ნაწილი უსაფუძვლო ბრალდებებს აგრძელებს.

„ამოქმედებულია ჩვენ ხელთ არსებული ყველა საერთაშორისო მექანიზმი და ფორმატი, რომ უზრუნველყოფილ იქნას საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი ამ პროცესების შესაჩერებლად. რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს - იმ ვითარებაში, როდესაც საქმე ეროვნულ ინტერესებს ეხება და საჭიროა მაქსიმალური კონსოლიდაცია, ოპოზიციის ნაწილი კვლავ აგრძელებს უსაფუძვლო და უადგილო ბრალდებებს, რაც მიუღებელია“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა