არჩილ თალაკვაძე - ბიძინა გეგიძეს სურს სხვა პოლიტიკურ გუნდში გადასვლა - როგორც ხდება პოლიტიკაში, ამისთვის საჭიროა რაღაც პოლიტიკური მიზეზის დასახელება

ბიძინა გეგიძეს სურს სხვა პოლიტიკურ გუნდში გადასვლა. როგორც ხდება პოლიტიკაში ამისთვის საჭიროა რაღაც პოლიტიკური მიზეზის დასახელება, -ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვას, უმრავლესობის წევრის ბიძინა გეგიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

თალაკვაძე ამბობს, რომ ბიძინა გეგიძეს არასდროს ჰქონია პირადად მასთან და გუნდის სხვა წევრებთან კომუნიკაციის პრობლემა, რათა პრობლემური საკითხები განეხილა.

„რაც შეეხება მის განცხადებას, არჩევნები ახლოვდება, ერთი წელი დარჩა არჩევნებამდე და შესაძლოა, მას სურს სხვა პოლიტიკურ გუნდში გადასვლა. როგორც ხდება პოლიტიკაში, ამისთვის საჭიროა რაღაც პოლიტიკური მიზეზის დასახელება. ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს, მან გააკეთა განმარტებები, ის თავად განმარტავს თავის განცხადების არგუმენტაციას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება ბიძინა გეგიძის სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში დაბარებას, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ რომელიმე გამოძიების კითხვები არ უნდა იყოს პოლიტიკური განცხადებების საფუძველი.

„რაც შეეხება სუს-თან დაკავშირებულ კითხვებს, რომელიც ამ ბრიფინგის თუ განცხადების შემდეგ დაისვა, მინდა გითხრათ, რომ დეპუტატისთვის, რომელიც არის არჩეული, მითუმეტეს არის ფრაქციის ლიდერი, ნებისმიერი უწყების მხრიდან შეკითხვები წერილობითი თუ ზეპირი სახის არ და ვერ უნდა გახდეს ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების თუ განცხადებების საფუძველი, როგორზეც მოლოდინები შეიქმნა საზოგადოებაში“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ 2018 წლის აგვისტოში დაწყებულ საქმეზე მის გამოკითხვაზე დაბარებას.

„აბსოლუტურად ლოგიკურია ვთქვათ, რომ ეს გამოძიება უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას,“ - განაცხადა გეგიძემ. მისივე თქმით, გამოძიების ფარგლებში სააგენტო მის „საქართველოს ფოსტაში“ მუშაობის პერიოდს იკვლევს, სადაც გეგიძე დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.

ამასთან, გამოძიების დაწყების მიზეზებზე საუბრისას, გეგიძემ რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკაში მოღვაწეობისას ის კრიტიკულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს ყოველთვის საკუთარი თავისუფლების ხარისხიდან გამომდინარე იღებდა.

იხილეთ ვიდეო: შესაძლოა, მას სურს სხვა პოლიტიკურ გუნდში გადასვლა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო