ვლადიმერ ზელენსკიმ ისრაელს მოუწოდა, „გოლოდომორი“ უკრაინელი ხალხის გენოციდის აქტად აღიაროს

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ისრაელს მოუწოდა, „გოლოდომორი“ უკრაინელი ხალხის გენოციდის აქტად აღიაროს. ამის შესახებ მან კიევში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინასა და ისრაელს დიდი ხნის, მჭიდრო ისტორიული კავშირები აქვთ. ჩვენმა ხალხებმა ისტორიის ყველა ტრაგედია - გოლოდომორი და ჰოლოკოსტი, მეორე მსოფლიო ომი, ტოტალიტარული საბჭოთა რეჟიმი ერთად გადაიტანეს.

მე ისრაელის მხარეს მივმართე წინადადებით, „გოლოდომორი“ უკრაინელი ხალხის გენოციდის აქტად აღიაროს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

2018 წლის ოქტომბერში აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო ორპარტიული რეზოლუცია, რომელიც აშშ-ის კონგრესის პირველი სამართლებრივი აქტი გახდა ისტორიაში, სადაც 1932-1933 წლების „გოლოდომორი“ უკრაინელი ხალხის გენოციდად არის აღიარებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს