სოფელ გუგუტიანთკარში საზღვრის უკანონო მშენებლობას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
როგორც აპატურაი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, „სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ საზღვრის გადაწევა არალეგიტიმური პროცესია.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„საქართველოს რეგიონ „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის მხარდაჭერილმა დე-ფაქტო მთავრობამ საქართველოს სოფელ გუგუტიანთკარში ღობის დამონტაჟება და გადაწევა განაახლა. ეს დამატებით სირთულეს ქმნის, ვინადიან ადამიანები წყდებიან თავიანთ მიწებს, ოჯახებსა და მეგობრებს. ეს არის, ასევე, არალეგიტიმური. ნატო აგრძელებს მოწოდებას, რათა დასრულდეს მსგავსი ქმედებები და საპირისპიროდ შეიცვალოს. ნატო აღიარებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს,” - წერს აპატურაი.