არჩილ თალაკვაძე - ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ამ ცვლილებებს ყოველთვის ჰქონდა თავისი რაციონალური არგუმენტები

ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ამ ცვლილებებს ყოველთვის ჰქონდა თავისი რაციონალური არგუმენტები, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მოვლენების წინ გასწრება არ ღირს და პარლამენტი ელოდება სექტემბერს, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება საკანონმდებლო ორგანოს არსებული გამოწვევების დასაძლევად ახალ ხედვებს წარუდგენს.

„პარლამენტისთვის ახლა ყველაზე მთავარია, რომ შემოდგომაზე მთავრობამ წარმოადგინოს ძლიერი პოლიტიკური გეგმა, თუ რა იქნება ის ახალი, ქმედითი ძლიერი ნაბიჯები, რომელიც გადაიდგმება ეკონომიკის აღდგენის კუთხით, სოციალური სისტემის განვითარების მიმართულებით და რომელიც ყველა იმ გამოწვევას დაუპირისპირდება, რაც პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ნახა და დააყენა მთავრობის წინაშე. პირველ რიგში ჩვენ ხელისუფლებისგან ველოდებით ძლიერ პოლიტიკურ პროგრამას, მზად ვართ ამ პოლიტიკურ პროგრამას პარლამენტში მოვუსმინოთ. იცით, რომ პარლამენტი მთავრობას და პრემიერ-მინისტრს სექტემბერში მოუსმენს და ნახავთ როგორი პოლიტიკური გეგმა, რა სიახლეები ექნება მთავრობას და აღმასრულებელ ხელისუფლებას. მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ამ ცვლილებებს ყოველთვის ჰქონდა თავისი რაციონალური არგუმენტები“, - აცხადებს თალაკვაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო