ვლადიმერ კონსტანტინიდი - ეუთო-ს თავმჯდომარემ საგარეო საქმეთა მინისტრს პირობა მისცა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაციის პროცესი გაგრძელდეს

საგარეო საქმეთა მინისტრს ეუთო-ს თავმჯდომარემ სატელეფონო საუბრისას პირობა მისცა, რომ ყველაფერ შესაძლებელს გააკეთებს, რათა გაგრძელდეს საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაციის პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა ბრიფინგზე განაცხადა.

ვლადიმერ კონსტანტინიდი შეეხო გუგუტიანთკართან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნა, რომ დავით ზალკალიანსა და ეუთო-ს თავმჯდომარეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

„საგარეო უწყება აქტიურ, ფაქტობრივად 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური კონსოლიდაციისთვის. ცოტა ხნის წინ შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი ეუთო-ს თავმჯდომარესთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მიროსლავ ლაიჩეკთან. საუბრის დროს მინისტრმა საქმის კურსში ჩააყენა სლოვაკი კოლეგა გუგუტიანთკართან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, ასევე ისაუბრა საქართველოს რვა მოქალაქეზე, რომლებიც გატაცებულები არიან და იმყოფებიან ცხინვალის იზოლატორში. მან ამომწურავი ინფორმაცია გააცნო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესახებ. მინისტრმა სთხოვა სლოვაკ კოლეგას საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის კიდევ უფრო გააქტიურება. მან კი თავის მხრივ აღუთქვა დახმარება საგარეო საქმეთა მინისტრს და პირობა მისცა, რომ ყველაფერ შესაძლებელს გააკეთებს, რათა გაგრძელდეს საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაციის პროცესი", - განაცხადა კონსტანტინიდმა.

მისივე თქმით, უწყება აქტიურად მუშაობს როგორც დედაქალაქებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

"აქტიურად ვმუშაობთ, რათა მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური, დროული და დეტალური ინფორმირება", - განაცხადა კონსტანტინიდმა.

ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2020
ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო
პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში
„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
„შუშხუნა ბაკურიანი“ - სიახლე ბაზრის ლიდერი ბრენდისგან
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)