ესტონეთის პრეზიდენტი - ვგმობთ საქართველოსა და ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთს“ შორის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი აცხადებს, რომ ესტონეთი გმობს საქართველოსა და ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთს“ შორის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას.

აღნიშნულის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტი „ტვიტერზე“ წერს.

„დღეს ვესაუბრე ზურაბიშვილს რათა დამედასტურებინა, რომ ესტონეთი გმობს საქართველოსა და ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთს“ შორის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას. საერთაშორისო საზოგადოება არასოდეს დაივიწყებს საქართველოს ნაწილობრივ ოკუპაციას“, - წერს ესტონეთის პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა