საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სამთავრობო კომისიების ექსპერტთა შეხვედრა გაიმართა

საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სამთავრობო კომისიების ექსპერტთა შორის დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობა და პოზიციები შეუთანხმებელ მონაკვეთებთან მიმართებაში. დაიგეგმა საველე სამუშაოები: ერთობლივი აზომვები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე და მათი დათვალიერება. 19-23 აგვისტოს პერიოდში ექსპერტები ერთობლივად გაივლიან ცალკეულ მონაკვეთებს და დაგეგმავენ შემდეგ ეტაპზე დარჩენილი შეუთანხმებელი მონაკვეთების დათვალიწერებას.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა, კომისია ერთი მხრივ დოკუმენტაციის, ხოლო მეორე მხრივ, ადგილზე აზომვების მიმართულებით მუშაობს.

„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებზე კომისიის ბოლო შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილება იყო, რომ ექსპერტთა ჯგუფს გაეგრძელებინა მუშაობა უშუალოდ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ადგილზე აზომვებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი პირველი შეხვედრა იმართება დღეს ექსპერტების დონეზე. ექსპერტები უკვე მუშაობენ და ისინი გააგრძელებენ მუშაობას შემდგომი დღეების განმავლობაში, რათა მოამზადონ მასალა უშუალოდ კომისიის შემდგომი შეხვედრისათვის. აღნიშნულ ეტაპზე ისინი გაივლიან სხვადასხვა დოკუმენტაციას და ჩაატარებენ შესაბამის საველე სამუშაოებს საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე“, - აღნიშნა დარსალიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა