ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს - მე მჯერა ევროპული რუსეთის

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს უმასპინძლა. შეხვედრისას მაკრონმა კრემლის ლიდერს უთხრა, რომ მოსკოვმა ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპები უნდა დაიცვას. გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა რუსეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.

„ჩვენ მოვუწოდებდით პროტესტის, სიტყვის და აზრის თავისუფლების დაცვისკენ და არჩევნებში მონაწილეობის უფლების უზრუნველყოფისკენ. რაც სრულად უნდა იქნეს დაცული რუსეთში, როგორც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანაში. ვინაიდან, მე მჯერა ევროპული რუსეთის“, - განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა და რუსეთი უკრაინის კრიზისის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით პროგრესს მიაღწევენ.

თავის მხრივ ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ იგი ნორმანდიის ფორმატის შეხვედრების ალტერნატივას ვერ ხედავს უკრაინის კრიზისის მოგვარებაში.

ემანუელ მაკრონსა და პუტინს შორის შეხვედრა ბრეგანსონში, საფრანგეთის პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციაში გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2020
ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს, ონლაინ - B2B ფორმატში გამართავს
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" დამნაშავეა იმაში, რომ წლების მანძილზე ხელს აფარებდა დამნაშავეებს (R)
გიორგი ლომია - ციხის კადრებში ნათლად ჩანს, რომ პატიმრების წამებაში მთელი სისტემა იყო ჩართული (R)
ირმა ინაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლის, რადგან ხალხს ყველაფერი ახსოვს (R)
ირმა ინაშვილი - ჩვენ უნდა მოვუგოთ მწამებელ "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მფარველებს "ოცნებიდან" (R)
გაერთიანება „ერთად არჩევნებისათვის“ წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს
კოლიერსი საქართველოში სამშენებლო მიმართულებას აძლიერებს
სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამა გიცავს და გასაჩუქრებს
ჰიუნდაის დიზაინი გამარჯვებულია - DMI Design Value Awards 2020  დიზაინისთვის „Sensuous Sportiness“
„მეგატექნიკაში“ „სამსუნგის“ ფესტივალი დაიწყო