არსებული ინფორმაციით, უკრაინაში ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ქართველებიდან ორი შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უკრაინელი სამართალდამცველების მიერ ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (ყაჩაღობა) მიმდინარეობს.

„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობს უკრაინელ სამართალდამცველებთან“, - აცხადებენ შსს-ში.

არსებული ინფორმაციით, სამი დაკავებულიდან ორი პირი 2012 წლამდე შსს-ს სპეცრაზმის

ყოფილი თანამშრომლები იყვნენ და მათ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველო დატოვეს.

ამასთან, როგორც უკრაინული მედია ადგილობრივი პოლიციაზე დაყრდნობით წერს, სამი ნიღბიანი პირი თავს დაესხა ერთ-ერთ მეწარმეს და მის მეუღლეს. მათ გაიტაცეს ძვირფასეულობა და დიდი ოდენობით თანხა, აგრეთვე ავტომობილი “ლექსუსი”.

უკრაინელი სამართალდამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები 33, 41 და 43 წლის არიან, რომლებსაც უკრაინაში ცხოვრების უფლება ჰქონდათ.

დაკავებულების ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.

იხილეთ ვიდეო: სპეცოპერაციის კადრები: უკრაინაში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა