ბიძინა გეგიძე - გამოკითხვის ოქმზე ხელი არ მომიწერია

გამოკითხვის ოქმზე ხელი არ მომიწერია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბიძინა გეგიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მან ისაუბრა გამოკითხვის პროცესისა და დასმული კითხვების შესახებ და აღნიშნა, რომ კითხვები ჩვეულებრივი იყო.

„კითხვები შეეხო „საქართველოს ფოსტაში“ ჩემს საქმიანობას, კერძოდ, ეს ეხება „საქართველოს ფოსტის“ ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციას, რა დროსაც ხდებოდა ფოსტის კუთვნილებაში ქონების აუქციონის წესით ყიდვა. აუქციონს ატარებდა სახელმწიფო და ფოსტაში ხდებოდა აუქციონზე შესატანი ობიექტების სიის მომზადება. კითხვები იყო ამ პროცესის ირგვლივ - როგორ ხდებოდა ამ ობიექტების შეფასება, რასაც აუდიტი ახდენდა, რომელთანაც კომპანიას ჰქონდა ხელშეკრულება. ასევე, როგორ ხდებოდა ფასების ცვლილებები და ა.შ. თანხის გაფლანგვაზე კითხვები, ასეთი რამ არ ყოფილა, არც ბრალდების მაგვარი. ეს იყო გამოკითხვა, ვიყავი მოწმის სტატუსით“, - განაცხადა გეგიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ აუქციონის პროცესზე „საქართველოს ფოსტა“ ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა. ბიძინა გეგიძის განცხადებით, ის სავარაუდოდ, გამოკითხვის ოქმში გარკვეული ცვლილებების შეტანაზე იფიქრებს.

„ეს გაგრძელდება, ერთია, როდესაც საუბრობ ზეპირად და მეორეა, როდესაც ეს გადადის ოქმის სახით, დოკუმენტი უნდა შეიქმნას, ანუ გამოკითხვის ოქმი. რომ წავიკითხე, ჩემი უფლება იყო, შესწორებების შეტანა, დამატებები, შეიძლება დამჭირდეს, რომ იყოს გამართული ბოლომდე ჩემი აზრი, რაც გადავეცი. უნდა მოვიფიქრო, თუ რა შესწორებებს შევიტან. ამ ოქმზე ხელი არ მომიწერია. ვთვლი, რომ შინაარსი აისახა ამ ოქმში, მაგრამ ჩემი აზრი არ არის ასახული ისე, როგორც ჩემთვის მისაღები იქნება, ანუ გასასწორებელია. რომ წავიკითხე, არ მომეწონა აზრობრივად და მინდა, უფრო გამართული იყოს და ყველასთვის ნათელი, არ დარჩეს ლავირების საშუალება“, - განაცხადა გეგიძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბიძინა გეგიძეს მოწმის სახით კითხავდნენ, საქმე კი 2014-2016 წლებში მის „საქართველოს ფოსტაში“ საქმიანობას ეხება. ბიძინა გეგიძე სუს-ში დაახლოებით 6 საათის განმავლობაში იკითხებოდა.

ალექსეი მალაშენკო - სირიაში ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც აქამდე იყო,  ბაშარ ასადის შესანარჩუნებლად მოსკოვს ანკარასთან და თეირანთან კომპრომისებზე წასვლა უწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში