ბორის ჯონსონი - „ბექსთოფის“ გეგმა ანტიდემოკრატიული, უსარგებლოა და უნდა გაუქმდეს

ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული „ბექსთოფის“ გეგმა ანტიდემოკრატიული და უსარგებლოა და უნდა გაუქმდეს, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან გაგზვნილ წერილში აცხადებს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, წერილში ჯონსონი აღნიშნავს, რომ „ბექსთოფი“ ჩრდილო ირლანდიის მშვიდობას ძირის გამოთხრით ემუქრება.

მისივე მტკიცებით, თუკი გეგმა გაუქმდება, პარლამენტი „ბრექსითის“ შეთანხმებას განიხილავს.

წერილში ჯონსონი „ბექსთოფს“ გაერთიანებული სამეფოს სუვერენიტეტთან შეუსაბამოს უწოდებს და აცხადებს, რომ ის არ შეიძლება გასვლის ხელშეკრულების ნაწილი იყოს.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ევროკავშირს "მყარი საზღვრის" თავიდან აცილების მიზნით "მოქნილი და კრეატიული გადაწყვეტილებების მიღებისა" და "ალტერნატიული შეთანხმებების" მიღებისკენ მიუწოდებს.

მისი თქმით, „ბექსთოფი“ უნდა ჩანაცვლდეს ვალდებულებით, რომლის თანახმადაც რაც შეიძლება დიდხანს, გარდამავალი პერიოდის (2020 წლის ბოლო) დასრულებამდე, ეს შეთანხმებები იმოქმედებს.

„დრო ძალიან ცოტაა, მაგრამ გაერთიანებული სამეფო მზადაა სწრაფად იმოქმედოს და იმედი მაქვს, ევროკავშირიც ასევე მოიქცევა... ასევე დარწმუნებული ვარ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დამაკმაყოფილებელ შეთანხმებას მივაღწევთ, რომლის ნაწილი „ბექსთოფი“ აღარ იქნება, პარლამენტიც მოახერხებს სწრაფ მოქმედებას,“ - წერს ჯონსონი.

აღნიშნული საკითხი ჯონსონმა და ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარადკამ გუშინ გამართულ სატელეფონო საუბრისასაც განიხილეს. ვარადკამ დაადასტურა, რომ „ბექსთოფი“ არ უნდა შეიცვალოს.

„ბექსთოფის“ გეგმა, რომელიც ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმების ნაწილია, მიზნად ისახავს ირლანდიასთან მყარი საზღვრის თავიდან აცილებას. მისი განხორციელების შემთხვევაში ჩრდილოეთ ირლანდიაში ევროკავშირის ბაზრის გარკვეული წესები იმოქმედებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო