ისნის რაიონში, შირაქის ქუჩის N11-ში ახალი სკვერი მოეწყო

ისნის რაიონში, შირაქის ქუჩის N11- ის მიმდებარედ, ახალი სკვერი მოეწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პროექტი ისნის რაიონის გამგეობამ, მოსახლეობის თხოვნით განახორციელა.

მათივე ცნობით, საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებულ ტერიტორიაზე, ფერადი დეკორატიული ფილებით მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დაიდგა დასასვენებელი საბაღე სკამები, სანაგვე ურნები, დამონტაჟდა სასმელი წყლის შადრევანი, დაიდგა ჩოგბურთის სათამაშო მაგიდა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცე, სადაც დამონტაჟდა მრავალფეროვანი გასართობი ატრაქციონი ე. წ. „გემი“.

ავლაბარში, შირაქის ქუჩის N11 - ში ახლად მოწყობილი სკვერი, ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გახსნა.

როგორც კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, აღნიშნულ რეკრეაციულ სივრცეში, ნებისმიერი ასაკის ადამიანის დასვენებისა და გართობისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი.

„დღეს ავლაბარში ერთ-ერთი საუკეთესო სკვერი გავხსენით, რაც მოსახლეობის თხოვნით გაკეთდა. ეს არის გამორჩეული დიზანის, თანამედროვე ტიპის რეკრეაციული სივრცე, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანის დასვენებისა და გართობისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი. სკვერის განსაკუთრებული ხიბლი, ბავშვებისთვის საყვარელი ატრაქციონი ე. წ. „გემი“ და ჩოგბურთის სათამაშო მაგიდაა, რომელიც მაცხოვრებლების ინტერესების გათვალისწინებით გაკეთდა. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროექტი გამოვიდა“, - აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.

ცნობისთვის, სკვერის მოწყობის სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 258 146 ლარით დაფინანსდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა