ყირგიზეთის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი პატიმრობაში 26 ოქტომბრამდე დატოვეს

ყირგიზეთის დედაქალაქის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი იზოლატორში 26 ოქტომბრამდე დარჩება.

წინა გადაწყვეტილებით იგი 26 აგვისტომდე იყო დაკავებული, თუმცა შემდეგ ბრალდებები დაემატა. სასამართლოს გასვლითი სხდომა ისევ ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის შენობაში ჩატარდა. ექსპრეზიდენტის ადვოკატმა სერგეი სლესარევმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას ბიშკეკის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ატამბაევის წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე საქმეზე ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყო და ივნისში ქვეყნის პარლამენტმა მას ექსპრეზიდენტის სტატუსი გაუუქმა, რაც ავტომატურად იმუნიტეტის მოხსნას ნიშნავდა. მისი ადვოკატი პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს და ასაჩივრებს. შესაბამისად, უკანონოდ მიიჩნევს მის დაკავებასაც.

ატამბაევი 8 აგვისტოს 24- საათიანი სპეცოპერაციის დროს დააკავეს, რომლის დროსაც დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ასამდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელები. შტურმისა და დაკავების შემდეგ ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ ბრალდებების რიცხვი გაიზარდა.

ამ დროისთვის მას ბრალი ედება: ძალის გამოყნებაში სამართალდამცავების მიმართ; მასობრივი არეულობების, სპეცრაზმელის მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, მძევლების (6 სპეცრაზმელის) აყვანის ორგანიზებაში; კრიმინალური ავტორიტეტის პატიმრობიდან უკანონო გათავისუფლებისას კორუფციაში; ბიშკეკის თბოელექტროსადგურის რეკონსტრუქციისას კორუფციაში; სამრეწველო ჯგუფ ფორუმის შენობის მის საკუთრებაში გადაფორმებისას უკანონო გარიგებაში; სოფელ კოი-ტაშში (სადაც ექსპრეზიდენტის მოქმედი რეზიდენცია მდებარეობს) მიწის ნაკვეთის უკანონოდ მიღებაში.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა