დავით ბერძენიშვილი - ხელისუფლებამ  ჩათვალა, რომ „რუსთავი 2“-ის სწრაფად დახურვა არ იქნებოდა მომგებიანი - ხალვაში არ არის ის სუბიექტი, რომელიც ყიდულობს ან ყიდის ტელევიზიას

შესაძლოა, ხელისუფლება ფიქრობს, რომ არა მან დაამსხვრიოს „რუსთავი 2“, არამედ, დაელოდოს ჟურნალისტები თავად გადანაწილდნენ დაანონსებულ ახალ ტელევიზიებში, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა, „რუსთავი 2“-ის გარშემო შექმნილ ვითარებასა და ქიბარ ხალვაშის ბოლო განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ხელისუფლება ხვდება, რომ „რუსთავი 2“-ის სწრაფად დახურვა მომგებიანი არ იქნება და ამიტომ, მოვლენების განვითარებას ელოდება.

„ერთ კვირაში რომ არ გაიყიდებოდა, წინასწარ თუ არ იყო მყიდველი მოძებნილი, ეს სრულიად გასაგებია. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ მაინც ჩათვალა, რომ „რუსთავი 2“-ის დახურვა ასე სწრაფად არ იქნებოდა მომგებიანი. ხალვაში არ არის ის სუბიექტი, რომელიც ყიდულობს ან ყიდის ამ ტელევიზიას. მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ არათუ ერთი, არამედ ორი ტელევიზია შეიქმნება, შესაძლოა, ხელისუფლება თვლის ბარემ, აგვისტოც ჩამთავრდეს და მან კი არ დაამსხვრიოს „რუსთავი 2“, არამედ ჟურნალისტები თავად გადანაწილდნენ იმ ახალ ტელევიზიებში და ასე დაამთავროს „რუსთავი 2“-მა მისი არსებობა“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, 19 აგვისტოს ამოიწურა ერთკვირიანი ვადა, რომელიც განისაზღვრა იმისთვის, რომ დაინტერესებულ პირებს „რუსთავი 2“-ის შეძენის სურვილი გამოეთქვათ.

„ახლა მე ასეთი არჩევანის წინაშე ვდგავარ: ან უნდა დავიწყო კომპანიის გაკოტრების პროცესი ან ვცადო მისი გადარჩენა. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ „რუსთავი 2“ არ გაკოტრდეს, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა ჩემს რესურსს და შესაძლებლობას“, - განაცხადა ხალვაშმა მას შემდეგ, რაც ტელევიზიისთვის გაყიდვისთვის განსაზღვრული ვადა ამოიწურა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს