შსს-მ დავით ქაცარავაზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტისაოკუპაციო მოძრაობის - „ძალა ერთობაშიას“ ლიდერის, დავით ქაცარავას მისამართით განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ამ დროისთვის კომპლექსური აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, მას 4-5 კაციანი ჯგუფი დაუპირისპირდა. მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე მყოფმა პოლიციამ თავდასხმა ვერ შეაჩერა.

„ამ წუთას ვიმყოფები ბობნევში. წამლები მოვუტანე დათა პაპას. ჩემი აქაური ჩამოსვლის შესახებ არავინ იცოდა. ბუნებრივია, შსს-ს გარდა, რომელსაც ჩემს მოსვლამდე შევატყობინე წინასწარ.

დათა პაპას სახლთან დამხვდა 4-5 კაციანი “ტიტუშკების” ჯგუფი. მოსვლისთანავე მომცვივდნენ და შეურაცხყოფის მოყენება დაიწყეს. ხელითაც შემეხნენ და ქვებსაც მესროდნენ. მოკლედ, “ტიტუშკებით” ბრძოლაზე გადავედით? გასაგებია. მივდივარ საავადმყოფოში. პოლიცია იქვე იმყოფებოდა და ვერ შეაჩერა მათი თავდასხმა“, - დაწერა დავით ქაცარავამ ცოტა ხნის წინ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა