დიმიტრი შაშკინი - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „კგბ“-ს ოფიცერი დაინიშნა - დიდი ექსპერტობა არ უნდა, რომ მიხვდე, რამდენად დიდი ბერკეტი აქვს რუსეთს ამ ადამიანებზე ზეგავლენის მოსახდენად

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „კგბ“-ს ოფიცერი დაინიშნა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სამხედრო საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დიმიტრი ლეჟავას დანიშვნის თაობაზე განაცხადა.

დიმიტრი შაშკინის თქმით, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აგრძელებს ქართული უსაფრთხოების განადგურებას და „ეს შვიდის წლის წინ დაიწყო".

„როდესაც დააკავეს ჩვენი მებრძოლი ოფიცრები, ის ხალხი, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის ფედერაციის ჯარებს, როდესაც ისინი შემოდიოდნენ საქართველოში, ამის მერე ყველაზე დაცულ ობიექტებზე შეიყვანეს რუსი ჯაშუშები. ობიექტებზე, რომლებზეც ათობით მილიონი დოლარი დაიხარჯა. ობიექტებზე, სადაც მე, როგორც თავდაცვის მინისტრი შევდიოდი უზარმაზარი პროცედურების გავლის შემდეგ. ამის შემდეგ გადასცეს რუსეთს ჩვენი სამხედროების ბაზები, რომლის მიხედვით, ზოგი ჩვენი სამხედრო ოფიცერი დაკავებულია, ზოგი სამწუხაროდ რუსი „ქილერის“ მიერ მოკლული.

შემდეგ დაგვინიშნეს პრეზიდენტი, რომელმაც დაადანაშაულა ჩვენი სამხედროები ცხინვალის დაბომბვაში და რომლის განცხადების საფუძველზეც, რუსეთი ჩვენი გენერლების გასამართლებას ითხოვს. ესეც არ იყო საკმარისი და უშიშროების სამინისტროში ყოფილი „კგბ“-ს გენერალი დანიშნეს, ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ყოფილი „კგბ“-ს ოფიცერი დანიშნეს. ოფიცერი, რომელიც მსახურობდა „კგბ“-ში, როდესაც რუსთაველზე 9 აპრილს დაიღვარა სისხლი. ყოფილი „კგბ“-ს ოფიცერი არ არსებობს. ნურავის ჰგონია, რომ ბევრი დრო გავიდა და რამე შეიცვალა. მინდა, ვინც არ იცის შევახსენო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა გაიტანა საქართველოდან არქივი, „კგბ“-ს ოფიცრების დოსიეები და პირადი საქმეები. ეს ყველაფერი ახლა არის მოსკოვში. არ უნდა იყო დიდი ექსპერტი, რომ მიხვდე, თუ რამდენად დიდი ბერკეტი აქვს რუსეთს ამ ადამიანებზე ზეგავლენის მოსახდენად“, - აცხადებს შაშკინი.

შაშკინის თქმით, გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ლუსტრაციის კანონის მიღებაშია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება იქნას დაცული.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა