დონალდ ტუსკი ბორის ჯონსონს პასუხობს

„ბექსთოფი“ გახლავთ გარანტია, რომ თავიდან ავიცილოთ მყარი საზღვარი ირლანდიაში, თუკი და სანამ ამ გეგმის ალტერნატივა არ გამოჩნდება,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა „ტვიტერზე“ დაწერა, რითაც გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის წერილს.

„ისინი, ვინც „ბექსთოფის“ წინააღმდეგები არიან და არ გვთავაზობენ რეალურ ალტერნატივას, ფაქტობრივად, საზღვრის ხელახლა დაწესებას უწყობენ ხელს,“, - წერს ტუსკი.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკს წერილი მიწერა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული „ბექსთოფის“ გეგმა ანტიდემოკრატიული და უსარგებლოა და უნდა გაუქმდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო