გაზის ტრანსპორტირების კომპანია - ,,ვლადიკავკაზ-თბილისის“ DN 700 მმ მაგისტრალური გაზსადენის 154 კმ ნ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გადაიდო

,,ვლადიკავკაზ - თბილისის“ DN 700 მმ მაგისტრალური გაზსადენის 154 კმ ნ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გადაიდო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან აცნობეს, აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების გადადების გამო, მიმდინარე წლის 21 აგვისტოს, 05:00 საათიდან, 22 აგვისტოს 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზი გარკვეულ რაიონებს შეუფერხებლად მიეწოდებათ.

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას ,,ვლადიკავკაზ - თბილისის“ DN 700 მმ მაგისტრალური გაზსადენის 154 კმ ნ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განეხორციელებინა. რიგი მიზეზების გამო, აღნიშნული სამუშაოების შესრულება გადაიდო, ამიტომ მიმდინარე წლის 21 აგვისტოს, 05:00 საათიდან 22 აგვისტოს 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზი შეუფერხებლად მიეწოდებათ ქალაქ დუშეთს, დაბა ჟინვალს და დუშეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ქუბრიანთ კარი, ბულაჩაური, აბანოსხები, ჭოპორტი, ახატანი, ლაშატრის ჯვარი, წითელისოფელი, ბოდორნა, არაგვისპირი, ბიჩნიგაურები, არანისი, მეზვრიანთკარი, თანიანთკარი, პირმისაანთკარი, ვარსიმაანთკარი, ბაზალეთი, ჩანადირები, მჭადიჯვარი, ციხისძირი, ანანური, ზოტიკაანთკარი, შალიკიანთკარი, სოფელი ვარდები, სოფელი სტანდარტები, აგრეთვე ასფალტის ქარხანას“, - აღნიშნულია გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა