პაატა სალიას განცხადებით, ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლა, გიორგი გაბუნიასთან, ეკა კვესიტაძესთან და ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილებას მათი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მიიღებს

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ადასტურებს, რომ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სამსახურიდან გათავისუფლებულია.

როგორც სალიამ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არხს ტოვებს კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელიც ამ ეტაპზე შვებულებაში იმყოფებიან, მათ შორის ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი. სალია ადასტურებს არხიდან ნანუკა ჟორჟოლიანის წასვლასაც.

„ვადასტურებ, რომ ნოდარ მელაძე გათავისუფლებულია და მასთან ერთად გათავისუფლდება რამდენიმე ადამიანი, თუმცა ისინი ამ ეტაპზე შვებულებაში იმყოფებიან და შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება. არ შეიძლება ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგება არხს და მის მესაკუთრეს, იყოს კომპანიაში დასაქმებული“, - განაცხადა სალიამ.

მისივე თქმით, „თუ ადგილი არ ექნება ინტერესთან კონფლიქტს, არც ერთ ადამიანთან დაკავშირებით არაფერი მოხდება, პოზიტიურის გარდა“.

იხილეთ ვიდეო:

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს