პაატა სალია არ გამორიცხავს, რომ ნიკა გვარამიას გარდა, სასამართლოს „რუსთავი 2“-ის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის წინააღმდეგ მიმართონ

მელაძის და სხვების, მათ შორის, ლაფერაშვილის, ანჯაფარიძის, გაბუნიას გათავისუფლება გამოწვეულია იმ ფინანსური საკითხებიდან გამომდინარე, იმ ზარალიდან გამომდინარე, რაც კომპანიას მიადგა, - ამის შესახებ ტელეკომოპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სალიამ განაცხადა, აღნიშნულ პირებს შესაძლოა, უჩივლონ.

„ვფიქრობთ, ისევე, როგორც გვარამიას წინააღმდეგ, ამ პიროვნებების წინააღმდეგაც მოგვიწევს სასამართლოში დავა. შესაბამისად, ვერ წარმოგვიდგენია, რომ ვედავოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან არიან წამყვან თანამდებობებზე. აშკარად შეუთავსებლობა და ინტერესთა კონფლიქტი იქნება“, - განაცხადა სალიამ.

როგორც სალიამ აღნიშნა, სარჩელზე მუშაობენ და გარკვეული დასაბუთება უკვე არსებობს.

„არსებობს დასაბუთება იმაზე, რაც 2015 წელს მოხდა. შემდგომ იყო შეძენილი ბინები 2016-ში. რაღაც თანხების განაწილება მოხდა 2017-ში. ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ სამოქალაქო სარჩელში“, - განაცხადა სალიამ.

იხილეთ ვიდეო:

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს