პაატა სალია - შეუძლებელია იმ ჟურნალისტებთან საქმიანი ურთიერთობა გვქონდეს, რომლებიც თვლიან, რომ არხის ახალ მენეჯმენტთან ბრძოლის რეჟიმში არიან

„რუსთავი2“-ის იურისტებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ სხვადასხვა პირების გამოკითხვის ოქმებს. შესაბამისად, ჩვენთვის ამ ეტაპზე არის ცნობილი ინფორმაცია, რომელიც ხელს უშლის და ხელს შეუშლის არხის მესაკუთრეს, მენეჯმენტს გვქონდეს ჩვეულებრივი, ნორმალური, საქმიანი ურთიერთობა რამდენიმე ადამიანთან, - ამის შესახებ „რუსთავი2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა.

პაატა სალიამ ის მიზეზები განმარტა, რის გამოც ტელეკომპანიის რამდენიმე თანამშრომელთან შრომითი ურთიერთობების გაგრძელება აღარ ხდება.

„მე შეგახსენებთ და თქვენც ხედავთ, რომ მედიაში ხშირია სხვადასხვა ჟურნალისტების განცხადებები, მათ შორის გვესმის ყოვლად წარმოუდგენელი განცხადებები, რომ ჟურნალისტი, რომელიც არხზეა დასაქმებული, აპირებს რაღაცის გასაჩივრებას ან სხვასთან ერთად რაღაცას ასაჩივრებს, ან თავს მოიაზრებს იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც სარჩელები აქვს შეტანილი და ვინც ცდილობს შეცვალოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, რომ ეს არის წმინდა ინტერესთა კონფლიქტი და არ შეიძლება ადამიანს, რომელიც არის დასაქმებული არხზე, სურდეს შეიცვალოს მესაკუთრე და ამის მისაღწევად არ იშურებდეს ძალ-ღონეს. შესაბამისად ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ასეთი ადამიანები ვერ იმუშავებენ არხზე და მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება. ის ადამიანები, რომლებიც ახლა შვებულებაში არიან, ან შვებულების პირობებში აკეთებენ, ჩემი აზრით, უპასუხისმგებლო განცხადებას, რომ თურმე სხვა არხის დაფუძნებაში იღებენ მონაწილეობას, სხვა ტელეკომპანიის საქმიანობაში იღებენ მონაწილეობას, რაც პირდაპირ არის აკრძალული ჩვენი შრომითი ხელშეკრულებით...“, - განაცხადა სალიამ.

არხის გენერალურმა დირექტორმა ასევე დასძინა: „ისეთ ვითარებაში, როდესაც არხზე მომუშავე ჟურნალისტები თვლიან, რომ ბრძოლის რეჟიმში არიან ჩვენთან, ანუ მესაკუთრესთან და მენეჯმენტთან და ისეთ ვითარებაში, როდესაც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მიღებული აქვთ ფინანსური სარგებელი, ვერ იქნებიან არხის ერთგული“.

„ნოდარ მელაძეს და მასთან ერთად გათავისუფლებულ ადამიანებს აქვთ ინტერესთა კონფლიქტი. ჩვენი შეფასებით, დადებულია თვალთმაქცური გარიგებები სარეკლამო კომპანიასთან „ინტერმედია პლუსთან,“ საიდანაც ის მოგება, რომელიც უნდა მიეღო „რუსთავი 2“-ს, მოხვდა სხვა კომპანიაში. აღნიშნული კომპანიიდან ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ გატანილ იქნა ეს ფული, როგორც დივიდენდი და შემდეგ დარიგებული იქნა კონკრეტულ პირებზე, არ ვიცი საჩუქრის თუ რა სახით, რის შედეგადაც შეძენილია გარკვეული უძრავი ქონება. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ ასეთ ვითარებაში, როდესაც არხზე მომუშავე ჟურნალისტები თვლიან, რომ ბრძოლის რეჟიმში არიან ჩვენთან, ანუ მესაკუთრესთან და მენეჯმენტთან და ისეთ ვითარებაში, როდესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც, ჩვენი აზრით, დავალებული არიან სხვისგან, მიღებული აქვთ ფინანსური სარგებელი, ვერ იქნებიან არხის ერთგული. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს გუნდი იყოს ერთიანი, ეს გუნდი იყოს ძლიერი და კრიტიკული,“ - განაცხადა პაატა სალიამ.

ამასთან, პაატა სალიამ ჟურნალისტებს მიმართა, რომ თავიანთი დამოუკიდებლობისა და სიტყვის თავისუფლების გარანტი თავად არიან. სალიას თქმით, ახლა არხის ხელმძღვანელობის თხოვნაა, რომ არხმა სიმშვიდე, „კურიერმა“ კი არსებული სიმწვავე შეინარჩუნოს.

„მე არ მჯერა, რომ ერთი ადამიანი შეიძლება იყოს რამის გარანტი. თქვენი პროფესიონალიზმის, თქვენი დამოუკიდებლობის და სიტყვის თავისუფლების გარანტი ხართ თქვენ თვითონ. თუ თქვენ რამე ეტაპზე ჩათვლით, რომ ვინმე გავწიროვებთ, ვინმე დავალებას გაძლევთ, თქვენ ვერავინ დაგასწრებთ კამერასთან მისვლას და ამის ღიად დაფიქსირებას. ამ ეტაპზე ჩვენი თხოვნაა, რომ არხმა შეინარჩუნოს სიმშვიდე, „კურიერმა“ შეინარჩუნოს ის სიმწვავე, რაც აქვს და ვიყოთ უფრო მეტად კრიტიკულები, ოღონდ როცა მეტ კრიტიკულობაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ იმას, რომ კრიტიკა უნდა იყოს უფრო მეტად დასაბუთებული,“ - განაცხადა სალიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა