პაატა სალია - „რუსთავი 2“-ზე მიხეილ სააკაშვილის დავალებების შესრულება დამთავრდება

ეს ეხება იმას, რომ ამ ადამიანებს, რეალურად, „რუსთავი 2“ არ ედარდებათ, როგორც კომპანია, არამედ ედარდებათ, რომ ის იყოს კონკრეტული ადამიანების ხელში, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ, ტელეკომპანიიდან გათავისუფლებულ რამდენიმე ჟურნალისტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამიერიდან, ჟურნალისტებს მითითები აღარ მიეცემათ და მათ მიხეილ სააკაშვილის დავალებების შესრულება აღარ მოუწევთ.

„არ მიგვიღია ეს გადაწყვეტილება სარედაქციო პოლიტიკიდან გამომდინარე, ამ კონკრეტული ადამიანების მოსაზრებებიდან და მათ მიერ ეთერში გაკეთებული განცხადებებიდან. ეს ეხება იმას, რომ ამ ადამიანებს, რეალურად, „რუსთავი 2“ არ ედარდებათ, როგორც კომპანია, არამედ ედარდებათ, რომ ის იყოს კონკრეტული ადამიანების ხელში. ჩვენ სარჩელში პირდაპირ მივუთითებთ, რომ ყარამანიშვილები რეალური მესაკუთრეები არასდროს ყოფილან და მიხეილ სააკაშვილი იყო ამ არხის მესაკუთრე. ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ეს არხი ვერ შეასრულებს მიხეილ სააკაშვილის დავალებებს, დამთავრდება ამ არხზე მიხეილ სააკაშვილის დავალებების შესრულება. თუ ვინმე არ ასრულებდა ძალიან კარგი, თუ ვინმე ასრულებდა ამიერიდან არავისგან ექნება დავალება“,- განაცხადა სალიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა