თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ნაძალადევი-გოცირიძის მონაკვეთზე მატარებელი დაზიანდა, რამაც რამდენიმე წუთით შეფერხება გამოიწვია.
„ნაძალადევი-გოცირიძის მონაკვეთზე მატარებელი დაზიანდა. საკუთარი ძალებით ჩიხში ვერ შევიდა, ამიტომ მას დამხმარე მატარებელი დასჭირდა“, - განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა არ შეფერხებულა.