პოლიციამ  ბრაზილიაში ავტობუსის გამტაცებელი გაანეიტრალა

ბრაზილიის ქალაქ რიო დე-ჟანეიროში შეიარაღებულმა მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა და ოთხი საათის განმავლობაში 30-მდე ადამიანი ჰყავდა მძევლად. ის ავტობუსის აფეთქებითაც იმუქრებოდა.

პოლიციამ ავტობუსს რიოსა და ნიტეროის შემაერთებელ ხიდზე შემოარტყა ალყა. ადგილზე სამხედრო პოლიციის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სპეციალური ოპერაციების ჯგუფები იმყოფებოდნენ. მოლაპარაკებების შედეგად გამტაცებელმა 6 მძევალი გაათავისუფლა, თუმცა, შემდეგ პოლიციამ სნაიპერის მეშვეობით მისი ლიკვიდაცია მოახერხა. მძევლები არ დაშავებულან.

მგზავრების მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებელმა მგზავრებს ხელები შეუკრა, ასევე განუცხადა, რომ სამხედრო პოლიციის ოფიცერია. სამხედრო პოლიციას ეს ცნობა ჯერ არ დაუდასტურებია.

ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა