მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის დასაფარად, „ალდაგი“ „ჯივიპის“ ნახევარ მილიონ ლარს აუნაზღაურებს

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ნახევარ მილიონზე მეტ ლარს გადასცემს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სადაზღვევო კომპანია „ალდაგიდან“ აცნობეს, მაგისტრალური წყალსადენის ქსელი რამდენიმე თვის წინ მგალობლიშვილისა და ბარნოვის ქუჩებზე დაზიანდა. შედეგად, ზარალი მიადგა რამდენიმე კერძო და იურიდიულ პირს. მათივე ცნობით, „ალდაგის“ მიერ ანაზღააურებული თანხით კომპანია შეძლებს, სრულად გაისტუმროს დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ „ალდაგში“ დაზღვეული ჰქონდა მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობა, რამაც მას საშუალება მისცა სრულად აენაზღაურებინა თანხა მოსახლეობისათვის. მოხარული ვართ, რომ შედგა წარმატებული თანამშრომლობა ორ კომპანიას შორის. „ალდაგი“ მზადაა, მასთან დაზღვეულ კორპორაციულ კლიენტებს შესთავაზოს მაქსიმალურად სწრაფი და საიმედო მხარდაჭერა, რათა კომპანიებმა შეძლონ სტაბილური განვითარება და გარემოსა თუ ადამიანების წინაშე აღებული პასუხისმგებლობის შესრულება,“ - განაცხადა „ალდაგის“ იურიდიული და სადაზღვევო შემთხვევების მართვის დირექტორმა თეონა კვიციანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს