კოტე კემულარია გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესზე - რუსეთის ხელისუფლება 20 ივნისის შეუსრულებელი დაპირების გამო, საქართველოს ხელისუფლებას სჯის

ვფიქრობ, რომ რუსეთის ხელისუფლება სჯის 20 ივნისის შეუსრულებელი დაპირების გამო საქართველოს ხელისუფლებას, - ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კოტე კემულარიამ „ინტერპრესნიუსს“ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ, გუგუტიანთკარში მიმდინარე ე.წ ბორდერიზაციის პროცესზე საუბრისას განუცხადა.

კემულარიას თქმით, მხოლოდ მაშინ შეიძლება რუსეთმა უკან დაიხიოს, თუკი ქართული მხარე მკაცრ მიმართვებს გააჟღერებს „ჩვენი პარტნიორებისადმი, რომ უკრაინასთან ერთად, დაუყოვნებლივ მოხდეს ქართული თემის აქტივიზაცია“.

„არ გამართლდა ხელისუფლების ოცნება იმასთან დაკავშირებით, რომ გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის სამუშაოები შეჩერდებოდა. მე ვფიქრობ, რომ რუსეთის ხელისუფლება სჯის 20 ივნისის შეუსრულებელი დაპირების გამო საქართველოს ხელისუფლებას, „ოცნების“ ხელისუფლებას. დასასრულს უახლოვდება ბიძინა ივანიშვილის ფიქრი იმაზე, რომ თუ ის რუსებს არ გააბრაზებდა, რუსები რამე მოწყალებას მოიღებენ. ეს იყო აბსოლუტურად არაკომპეტენტური პოლიტიკა, რასაც ისინი აწარმოებდნენ ამ 5 წლის განმავლობაში. საჭიროა გამოფხიზლება, საჭიროა ძალიან მკაცრი მიმართვა, ჩვენი მოთხოვნები ჩვენი პარტნიორებისადმი, რომ უკრაინასთან ერთად, დაუყოვნებლივ მოხდეს აქტივიზაცია ქართული თემის, მითუმეტეს, ევროპარლამენტარები თვითონ არიან მზად, რომ უფრო მკაცრი განცხადებები გააკეთონ ევროპიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მხოლოდ მაშინ შეიძლება დაიხიოს რუსეთმა უკან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კიდევ უფრო გამკაცრდება და ეს ცოცვა სამწუხაროდ, გაგრძელდება იმ ტრასამდე, რომელიც შეიძლება მომაკვდინებელი აღმოჩნდეს საქართველოსთვის“, - განაცხადა კემულარიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო