პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილი, როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები, დასვენების ადგილიდან მუშაობდა

სალომე ზურაბიშვილი, როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები, დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას,“ - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ქალაქგარეთ შვილებთან ერთად იყო გასული.

„პრეზიდენტი, თავის შვილებთან ერთად, ქალაქგარეთ იყო გასული. ის, როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები, დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას, კონტაქტში იყო თავის ადმინისტრაციასთან, საგარეო და შინაგან საქმეთა უწყებებთან და თავის უცხოელ კოლეგებთან. მოგეხსენებათ თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით ეს შესაძლებელია,“ - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფოტო გავრცელდა, რომელიც ლოპოტას ტბაზეა გადაღებული. აღნიშნულის გამო პრეზიდენტი საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა, ვინაიდან სალომე ზურაბიშვილს გუგუტიანთკარში ე.წ ბორდერიზაციის პროცესი ამ დრომდე არ შეუფასებია.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
BDO-მ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001 სერტიფიცირება გაიარა