ზაალ უდუმაშვილი - სუკ-ის ყოფილი ოფიცრის ზურაბიშვილის მრჩევლად დანიშვნა ქვეყნისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფაა

სუკ-ის ყოფილი ოფიცრის ზურაბიშვილის მრჩევლად დანიშვნა ქვეყნისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

ზაალ უდუმაშვილმა ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ თავდაცვისა და უშიშროების საკითხებში მრჩევლად დიმიტრი ლეჟავას დანიშვნასთან დაკავშირებით.

"ბუნებრივია, ყველა, ვისაც ამ ქვეყანასა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე გული შესტკივა, ამას აპროტესტებს. მნიშვნელობა არ აქვს, დღეს ქუჩაში ვინ გამოვიდა. რუსეთის დროშის ფრიალი პრეზიდენტის რეზიდენციის თავზე სულაც არაა იმაში დასარწმუნენლად საჭირო, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მთლიანად მიმართულია ჩრდილოეთისკენ. აბსოლუტურად ყველა ქმედება ადასტურებს, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც ამ ქვეყნის კურსი რადიკალურად შეატრიალა და მიემართება რუსეთისკენ. მეტი რა უნდა მოხდეს და რა უნდა დაგვემართოს? ეს არ არის პერსონალურად სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფა, არამედ ქვეყნისა და იმ სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფაა, რომელსაც წლების განმავლობაში, დამოუკიდებლად ვაშენებთ და მივედით იქამდე, რომ ქვეყნის პირველი პირის მრჩეველი გახდა სუკ-ის ოფიცერი", - განაცხადა უდუმაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ინფორმაციით, პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია სალომე ზურაბიშვილის მიერ მრჩევლად „კაგებე“-ს ოფიცრის დიმიტრი ლეჟავას დანიშვნას უკავშირდება. აქციაზე მიტანილია ბანერები წარწერით: "რუსეთუმე სალომე", "საქართველოს მოღალატე", "ნაყიდი პრეზიდენტი", "სალომე პუტინ(ა)".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა