გიორგი ბარამიძე - აღმაშფოთებელია, რომ დაზვერვა, კონტრდაზვერვა, თავდაცვის სამინისტრო, "კაგებეშნიკებითაა" ავსებული, ახლა ეს ხდება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

ძალიან სამარცხვინო და კატასტროფაა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტად წოდებულის ადმინისტრაციაში პირდაპირ სუს-ის აგენტურა მუშაობს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალირი მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ პრეზიდენტის რეზიდენციასთან "ნაციონალური მოძრაობის" აქციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბარამიძის თქმით, პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართული პროტესტი ქვეყნის ყველა პატრიოტის აღშფოთებას გამოხატავს.

„დღეს გავმართეთ სიმბოლური აქცია, რომელიც დარწმუნებული ვარ, გამოხატავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის, ყველა პატრიოტის გულისწყრომასა და აღშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. საქართველოს პრეზიდენტმა სხვა ვერავინ მონახა ამხელა ქვეყანაში, რომლებიც მუშაობენ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში და თავის მრჩევლად თავდაცვის საკითხებში დანიშნა სუს-ის ოფიცერი. აღმაშფოთებელია, რომ "კაგებეშნიკებით" არის ავსებული საქართველოს აღმასრულებელი სტრუქტურები, დაზვერვა, კონტრდაზვერვა, თავდაცვის სამინისტრო, ყველა სხვა სტრუქტურა და ახლა უკვე ეს ღიად ხდება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ალბათ, ეს გასაკვირიც არ არის იმ ადამიანისგან, რომელიც ღიად ადანაშაულებს თავის სამშობლოს და ამით ყველანაირად უწყობს ხელს პუტინს, თავი დააღწიოს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას ეკისრება საქართველოში და საქართველოს წინააღმდეგ გაჩაღებული ომისა და განხორციელებული ეთნიკური წმენდისთვის. ძალიან სამარცხვინო და კატასტროფაა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტად წოდებულის ადმინისტრაციაში პირდაპირ სუს-ის აგენტურა მუშაობს. ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, ამიტომ ბუნებრივია, ამ აქციითაც და სხვა მოქმედებებითაც ყოველთვის შევეწინააღმდეგებით ამ რეჟიმის მოღალატეობრივ ქმედებას", - აღნიშნა ბარამიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის" აქცია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან ზურაბიშვილის მიერ მის მრჩევლად თავდაცვისა და უშიშროების საკითხებში დიმიტრი ლეჟავას დანიშვნას უკავშირდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა