საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ცხინვალის სასამართლოში სავარაუდოდ, დაკავებულების ახლობლების მიერ გადახდილია  შესაბამისი ჯარიმა

ცხინვალის სასამართლოში სავარაუდოდ, დაკავებულების ახლობლების მიერ გადახდილია შესაბამისი ჯარიმა, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ ერგნეთის საგუშაგოსთან განაცხადა, სადაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს 8 მოქალაქე გაათავისუფლეს.

მან ისაუბრა საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული 8 პირის საქართველოში დაბრუნებაზე და აღნიშნა, რომ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„რვავე დაკავებული თავისუფალია და ისინი იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამისათვის ამ პროცესში ჩართული იყვნენ შსს-ს, უსაფრთხოების საბჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები, რომლებმაც გადადგეს აქტიური ნაბიჯები და გამოიყენეს ყველა ის ქმედითი ზომები, რათა აღნიშნული პირები დაბრუნებოდნენ მშვიდობიანად თავიანთ ოჯახებს. ასევე, მათი გათავისუფლებისას გამოყენებული იქნა ცხელი ხაზის მექანიზმი. ცხინვალის სასამართლოში სავარაუდოდ, მათი ახლობლების მიერ გადახდილი იქნა შესაბამისი ჯარიმა. აღნიშნული პირები შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების მიზნით გადაყვანილნი არიან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, რის შემდგომაც დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს“ , - განაცხადა სირაძემ.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიგი ხოჯევანიშვილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ რვავე პირი ოჯახებში რამდენიმე საათის შემდეგ დაბრუნდება.

„სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული საქმიანობის შედეგად საბოლოოდ მიღწეული იქნა შედეგი, უკანონოდ დაკავებული რვავე პირი გადმოვიდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და რამდენიმე საათში დაბრუნდებიან თავიანთ ოჯახებში“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს