ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან გათავისუფლებული საქართველოს რვა მოქალაქე  შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში იმყოფება

ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან გათავისუფლებული საქართველოს რვა მოქალაქე ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში იმყოფება.

შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ისინი საკუთარ ოჯახებში დაბრუნდებიან.

ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულებს მედიასთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულები იყვნენ: ზურაბ გერკეული, ილია მიღრიჯანაშვილი, კობა ვარდანაშვილი, ლაშა გერკეული, ილია ბაინდურაშვილი, გიორგი ნასყიდაშვილი, ოთარ ელიაური და სოსო დვალიშვილი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს