დავით ბაქრაძე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის მოსახლეობას შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლების პრობლემებს გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მოსახლეობა დავით ბაქრაძესთან საუბარში სხვა ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. მათი განცხადებით, სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდებათ, ხოლო სარწყავი არხების არარსებობის გამო, პრაქტიკულად შეუძლებელია მოსავლის მოვლა.

დავით ბაქრაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ სოფელში წყალმომარაგების გაუმჯობესება საპარლამენტო ზედამხედველობის ფორმატით იყოს გათვალისწინებული.

„ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ამ სოფელს, მათ შორის არის გზა, გარე განათება, გაყიდულია საძოვრებიც, მაგრამ მთავარი, რაც ამ ადამიანებს აწუხებთ, არის უწყლობა. სოფელს სასმელი წყალი ძალიან ცუდი გრაფიკით მიეწოდება, ხოლო სარწყავი წყალი საერთოდ არ არის. ელემენტალურად საჭიროა არხის გაჭრა, რომ ადამიანებმა შეძლონ წყლის გამოყენება და საკუთარი ვენახების, საკუთარი ნაკვეთების მორწყვა. წლებია უკვე ეს არ გაკეთებულა და პასუხსაც არ აძლევენ, როდის იქნება სოფელში წყალი. ამიტომ მინდა მივმართო და მოვუწოდო ინფრასტრუქტურის მინისტრს - თანხები, რომლებიც თქვენ გაქვთ, ასობით მილიონობით ლარი, რომელსაც თქვენ ხარჯავთ, პირველ რიგში, უნდა მოხმარდეს ასეთ სოფლებს, ასეთ ადამიანებს. მოვითხოვთ, რომ საპარლამენტო ზედამხედველობის ფორმატით გათვალისწინებულ იქნას სოფელში წყალმომარაგების გაუმჯობესება და ადამიანებს ჰქონდეთ როგორც სასმელი, ასევე სარწყავი წყალი.

სარწყავი წყალი მათთვის არის აბსოლუტური აუცილებლობა, ეს დაკავშირებულია მოსავალთან, ეს დაკავშირებულია მათ შემოსავალთან და დაკავშირებულია იმასთან, ექნებათ თუ არა ადამიანებს ელემენტალური თავის გასატანი თანხა და საცხოვრებელი პირობები. ამიტომ წყალმომარაგების მოწესრიგება არის უპირველესი ამოცანა და საპარლამენტო ზედამხედველობის ფორმატით აუცილებლად მოვითხოვთ, რომ გაუმჯობესდეს წყალმომარაგება. ეს საქართველოში ბევრი სოფლის პრობლემაა. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ იხარჯება დღეს თანხები ისე, რომ ადამიანებს არ აქვთ კონკრეტული შემოსავალი და ვერ გვარდება მათი პრობლემები”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა