„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

„რუსთავი 2“ - ის ჟურნალისტთა გათავისუფლებით იწყება არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება,” – ამის შესახებ „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

კოალიციას მიაჩნია, რომ ჟურნალისტების სარედაქციო საქმიანობაში ან შემოქმედებით პროცესში ჩარევა არ უნდა მოხდეს. გარდა ამისა, კოალიცია მზაობას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში დაიცვას ჟურნალისტთა შრომითი უფლებები.

„ტელეკომპანიის თანამშრომლები დირექტორის შეცვლის შემდგომ საუბრობდნენ იმ საფრთხეებზე, რომლებიც შესაძლოა სარედაქციო დამოუკიდებლობისა და შრომითი უფლებების თვალსაზრისით შექმნოდათ. დღეს კი ეს მოლოდინი გამართლდა.

კოალიციას მედიის ადვოკატირებისათვის მიაჩნია, რომ ჟურნალისტთა გათავისუფლებით იწყება არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საჯარო რეეტრში 2019 წლის 16 აგვისტოს დარეგისტრირდა განცხადება „რუსთავი 2“-ში პროფესიული კავშირების შექმნის თაობაზე, რომლის ერთ-ერთ დირექტორადც არხის საინფორმაცი სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე იყო მითითებული.

კოალიციას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია არ მოხდეს ჟურნალისტების სარედაქციო საქმიანობაში ან შემოქმედებით პროცესში ჩარევა და ცენზურა. ამასთან, აუცილებლად უნდა იქნას დაცული ჟურნალისტთა შრომითი უფლებები.

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები ვაკვირდებით "რუსთავი 2"-ში განვითარებულ მოვლენებს და გამოვთქვამთ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, დავიცვათ ჟურნალისტთა შრომითი უფლებები”, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

კოალიციაში „მედიის ადვოკატირებისთვის“ ერთიანდებიან შემდეგი ორგანიზაციები:

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „მედიაკლუბი“, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი“, „ლიბერალური აკადემია თბილისი“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა